თბილისი (1936 წლამდე ტფილისი[2][3])
— საქართველოს დედაქალაქი; 1922–1936 წლებში
ერთდროულად
იყო ამიერკავკასიის სფსრ დედაქალაქი;
მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში,თბილისის ქვაბულში, მდინარე მტკვრის ორივე სანაპიროზე, ზღვის დონიდან 380–600 მ სიმაღლეზე,
ჩრდილოეთით
ესაზღვრება საგურამოს ქედის სამხრეთი მთისწინეთი,
აღმოსავლეთით
— ივრის ზეგნის ჩრდილო-დასავლეთი მონაკვეთი, დასავლეთით და სამხრეთით კი — თრიალეთის ქედისგანშტოებები. ქალაქს 720 კმ² ფართობი
უჭირავს
და
1.152 მილიონზე
მეტი
მცხოვრები
ჰყავს.
თბილისი კავკასიის რეგიონის მნიშვნელოვანი ინდუსტრიული,
სოციალური
და
კულტურული
ცენტრია
და
ბოლო
დროს
ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი
სატრანსპორტო
კვანძი
ხდება
გლობალური
ენერგომატარებლებისა
და
სავაჭრო
პროექტებისთვის
(იხ. ბაქო-თბილისი-ჯეიხანის ნავთობსადენიდა ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენი). ქალაქი ისტორიული აბრეშუმის დიდი გზის ერთ-ერთ მარშრუტზე
მდებარეობს
და
მნიშვნელოვანი
სავაჭრო/სატრანზიტო
ცენტრის
პოზიცია
უჭირავსრუსეთის ჩრდილო კავკასიას, თურქეთსა და ტრანსკავკასიის სომხეთისა და აზერბაიჯანისრესპუბლიკების გადაკვეთაზე სტრატეგიული
მდებარეობით.
არც
თუ
ისე
დიდი
ხნის
წინ
თბილისი
იყო
გახმაურებული ვარდების რევოლუციის ეპიცენტრი,
რომელიც
ქალაქის თავისუფლების მოედანსა და მის შემოგარენში
მოხდა 2003 წლის საპარლამენტო
არჩევნების
შედეგების
გაყალბების
გამო,
და
რომელსაც
შედეგად
იმდროინდელი
საქართველოს
პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძისგადადგომა მოჰყვა.